
რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
11/05/2022 14:21:18 ევროპა, მსოფლიო
ვარშავაში რუსეთის ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშს მოითხოვს.
11 მაისს ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის კშიშტოფ კრაევსკი დაიბარეს.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ელჩისა და დიპლომატიური კორპუსის ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს. მათ ვარშავა ვენის კონვენციის დარღვევაშიც დაადანაშაულეს, კერძოდ, რომ არ იყო უზრუნველყოფილი რუსი დიპლომატების ხელშეუხებლობა.
9 მაისს რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავზე მისვლისას წითელი საღებავი შეასხეს.