Accentnews.ge
"აზოვსტალში" მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებზე გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აზოვსტალში" მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რუს ტყვეებზე გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

11/05/2022 19:11:57 ევროპა

უკრაინა რუსეთს მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფებიან, რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლას სთავაზობს,– ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე წერს.

"პირველ ნაბიჯად რუსებს შევთავაზეთ: მძიმედ დაჭრილ ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით".- ამბობს ვერეშჩუკი.

მისივე თქმით, ამჟმად თანხმობა არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ამ დროისთვის "აზოვსტალის" სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.

მისივე ცნობით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია.

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

მარიუპოლის ალყა თვეზე მეტია, გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. "აზოვსტალის" ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

იხილეთ ასევე: ანტიუკრაინული პროპაგანდა „აზოვსტალის“ თემით მანიპულირებას ცდილობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S