
კრემლმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც შეცვალა პოზიცია
13/05/2022 06:36:33 ევროპა, მსოფლიო
კრემლმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც შეცვალა პოზიცია. ამის შესახებ გაერო–ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკმა ისაუბრა ბრიტანულ გამოცემა UnHerd-თან ინტერვიუში.
"აქამდე უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე დიდად არ ვღელავდით, მაგრამ სიტუაცია ბატონი ბორელის განცხადების შემდეგ შეიცვალა. მან თქვა: "ეს ომი მოგებულ უნდა იყოს ბრძოლის ველზე", ასევე ევროკავშირი უკრაინაში იარაღის მიწოდების ლიდერიაა. ვფიქრობ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ევროკავშირის მიმართ ისეთივეა, როგორიც NATO-ს მიმართ. ამ ორ ორგანიზაციას შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ",– განაცხადა პოლიანსკმა.
აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის თვალთმაქცობის კლასიკური მაგალითი უწოდა:
"კლასიკური თვალთმაქცი რუსეთი. აქამდე, კრემლი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, ევროკავშირში გაწევრიანების კი არა, ახლა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვის ნებისმიერ სიტყვას ფასი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საუბრის დროსაც არ აქვს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიო აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი".