
სალომე ზურაბიშვილი გვატემალის პრეზიდენტს შეხვდა
24/09/2019 16:59:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიუ იორკში გვატემალის პრეზიდენტ ჯიმი მორალესს შეხვდა.
როგორც მორალესი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.