გერმანიის საელჩო G7-ის შეხვედრაში საქართველოს არმონაწილეობის საკითხს განმარტავს

13-05-2022 16:09:34 პოლიტიკა

G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ პარტნიორებს შორის მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო არ ფიგურირებს. ოფიციალური ინფორმაციით, G7-ის თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის არიან უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია.

"აქცენტმა" საქართველოში გერმანიის საელჩოს მიმართა კითხვით, "იყო თუ არა მიწვეული საქართველო ზემოაღნიშნულ შეხვედრაში და თუ არა, რატომ?", რაზეც დიპლომატიურმა უწყებამ შემდეგი განაცხადა:

"ინდონეზია დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო".

აღსანიშნავია, რომ გაერო–ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით, 500 000–მა ლტოლვილმა გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის საზღვარი, აქედან 100 000–მდე პირი მოლდოვაში დარჩა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები