"ემანუელ მაკრონი სუვერენიტეტის დათმობას მთავაზობდა" - ზელენსკი

13-05-2022 16:38:42 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისას წარმატების მიღწევას კიევისთვის სუვერენიტეტის დათმობების შეთავაზებით ცდილობდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინადადება არ მიიღო,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთისთვის და ბატონი მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მჯერა, მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მას სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობაში, ვერ იპოვა და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ, ვინმესთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მაკრონმა მას შესთავაზა კონკრეტულ დათმობაზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რათა ვლადიმირ პუტინის „სახე შეენარჩუნებინა“:

"ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია რიგი ლიდერების მხრიდან. არ ვართ მზად, ვიღაცას რაღაც ევუნარჩუნოთ და ამისთვის ჩვენი ტერიტორიები დავკარგოთ. ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა. ეს არის ფუჭად დაკარგული დრო".

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ერთ დროს მსოფლიო ლიდერებმა ჰიტლერს „მსოფლიოს ახალ დაყოფაზე დაფიქრების საშუალება მისცეს“.

მისი ქმით, მსგავსი დამოკიდებულება იყო მრავალი წლის განმავლობაში, როცა ევროპა პუტინთან და რუსეთის ფედერაციასთან მიდგომის ფორმებს ეძებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები