Accentnews.ge
რუსეთში აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აღძრეს

რუსეთში აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აღძრეს

13/05/2022 17:05:00 მსოფლიო, საზოგადოება

რუსეთში Pussy Riot-ის წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც თბილისში გამართულ ანტიპუტინურ პერფორმანსში მონაწილეობდა,– იუწყება ტელეგრამ არხი “Осторожно, новости”. საუბარია პერფორმანსზე, რომელიც საქართველოში მცხოვრები რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობით თბილისის ზღვაზე მარტის ბოლოს გაიმართა.

როგორც ტელეგრამ არხი წერს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრებმა პერფორმანსის ამსახველი ვიდეო ნახეს და ორი დღის წინ აქტივისტის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლით აღძრეს, რაც რუსეთის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S