Accentnews.ge
პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პირველად შედგა

პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პირველად შედგა

13/05/2022 18:15:11 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გამართა სატელეფონო საუბარი თავის რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან.

როგორც პენტაგონი იუწყება, „ოსტინმა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის – ვითარებას უკრაინაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S