საპატრიარქო აცხადებს, რომ მეუფე მელქისედეკის დასჯის შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება

13-05-2022 22:43:29 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) დასჯის შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები