დიდი ბრიტანეთი სანქცირებულთა წრეს აფართოებს

13-05-2022 22:58:03 ევროპა ,მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს,- იუწყება Guardian.

სანქციები დაუწესდა პუტინის ოჯახის 7 წევრსა და მის წრეში მყოფ 5 ადამიანს - მათ შორის არიან პუტინის ყოფილი ცოლი ლუდმილა ოჩერეტნაია, მეგობარი გოგო ალინა კაბაევა და მისი ბებია ანა ზაცეპლინა. ზაცეპლინა ასევე ასოცირდება რუს მილიარდერ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირი აქვს. ასევე, სანქციები დაუწესეს პუტინის ნათესავს, ბიზნესმენ იგორ პუტინს, მის შვილს რომან პუტინს, ბიზნესმენ მიხაილ პუტინს. სანქცირებულია პუტინის კიდევ ერთი ნათესავი – მიხაილ შელომოვიც.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად დიდ ქონებას არ ფლობს, სანქცირებულთა შორის არიან ადამიანები, რომლების რუსეთის პრეზიდენტს მდიდრული ცხოვრების სტილის შექმნაში ეხმარებიან.

პუტინის მეგობარ გოგოდ მიჩნეული ალინა კაბაევა ასევე მოხვდა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები