საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

16-05-2022 10:07:08 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16 მაისს იწყებს სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

სამინისტროს ცნობით, ბრიუსელში მინისტრ დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტისას განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, საქართველოს მიერ შევსებულ, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 18 მაისს დასრულდება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს, საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები