
გვარამია განაჩენის შემდეგ: "დარჩით "მთავარზე" და ჩვენთან ერთად მოიპოვეთ თავისუფლება"
16/05/2022 06:37:05 სამართალი, საზოგადოება
სასამართლო განაჩენის შემდეგ "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალირ ქსელში მოკლე მიმართვა გამოაქვეყნა.
"აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება", – წერს ნიკა გვარამია.
მოსამართლემ გვარამიას რამდენიმე წუთის წინ, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზში დააკავეს.