Accentnews.ge
ნიკა გვარამიას მეუღლე: "ამას გულწრფელად არ ველოდი"

ნიკა გვარამიას მეუღლე: "ამას გულწრფელად არ ველოდი"

16/05/2022 06:51:06 სამართალი, საზოგადოება

"ძალიან რთულია, ამას გულწრფელად არ ველოდი", - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, „ახლა გაერთიანების დროა“.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, როდესაც სკოლიდან გამოვლენ - რომ გამაგრდნენ. გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება“, - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: ნიკა გვარამიას 3 წელითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S