
"პოლონეთი საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს"
25/09/2019 07:08:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს.
"სახელმწიფოს საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს. პოლონეთს, რომელიც მძიმედ დაზარალდა გასულ საუკუნეში, სრული მორალური ვალდებულება აქვს, ამაზე მკაფიოდ და ხაზგასმით ისაუბროს. ჩვენ ასეც ვიქცევით, მშვიდობისა და თავისუფლების სახელით, რომელიც პოლონეთისთვის ასე ძვირფასია“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.