Accentnews.ge
თოლორაია გვარამიას დაკავებას "ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს

თოლორაია გვარამიას დაკავებას "ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს

16/05/2022 12:33:18 სამართალი, საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ ტოვებს კითხვის ნიშანს, რომ გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს.

თოლორაია გვარამიას დაკავებას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

"საქმის მასალებს არ ვიცნობ და ცხადია, ფაქტობრივ გარემოებებს ვერ შევაფასებ. თუმცა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა?ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს - ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას.როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს (რომლის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება ამდენი წელია არ/ვერ იქნა დანახული) უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს. მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე - თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე - ჯარიმის გამოყენება.ევროკავშირის კითხვარი პირდაპირ გვეკითხება არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად.მაშინ როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის გაკეთება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", – წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S