Accentnews.ge
ლომჯარია გვარამიას მონახულების შემდეგ: "პრეზიდენტის ადგილზე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე"

ლომჯარია გვარამიას მონახულების შემდეგ: "პრეზიდენტის ადგილზე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე"

16/05/2022 16:46:14 სამართალი

"პრეზიდენტის ადგილზე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე", – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იგი აპირებს, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გვარამიას საქმის სამართლებრივ დეტალებზე ესაუბროს:

"ნიკა გვარამიას დაკავება არის უკიდურესად პრობლემატური. ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული. ადამიანს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიესაჯა იმ გარემოებებით, რაც არც ქართული, არც ევროპული კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ გვარამიას საქმეში სისხლის სამართლებრივი ნიშნები არ იკვეთება და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ადგილზე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე".

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამია უფრო მეტად შეწუხებულია შვილების მდგომარეობით:

"ნიკა გვარამია ამ წუთას უფრო მეტად არის შეწუხებული მისი შვილების მდგომარეობით, განიცდის ამ მდგომარეობას. საკუთარი თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიზანმიმართულად, ეს მოხდა დღეს იმისთვის, რომ ფაქტი ყოფილიყო ხელის შემშლელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის".

16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამია 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S