სულ მცირე, 7 ავტობუსი უკრაინელი დამცველებით ტოვებს „აზოვსტალს“ რუსების მეთვალყურეობის ქვეშ - Reuters

17-05-2022 20:06:15 ევროპა

მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია სულ მცირე, შვიდმა ავტობუსმა დატოვა რუსული ძალების კონტროლის ქვეშ. ავტობუსში იმყოფებდნენ უკრაინელი დამცველები,– იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, ავტობუსებში მჯდომ ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

Reuters-ის ჟურნალისტებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად სად გადაჰყავდა უკრაინელი დამცველები. ჯერ არც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განუცხადებია, სად აპირებენ მარიუპოლის დამცველების წაყვანას, რომლებიც არ არიან დაჭრილები.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის დამცველებს სარდლობამ დაავალა, გადაერჩინათ გარნიზონის პირადი შემადგენლობის სიცოხლე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ ბლოკირებული მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ "ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ".

მისი თქმით, 20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, დონეცკის რეგიონში შემდგომი გაშვების, მათ შორის კიევიდან ძალების გაყვანის ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, "მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადასარჩენად ისინი უკრაინას სჭირდება. ეს არის მთავარი".

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".- განაცხადა მინისტრმა.

17 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა „აზოვის“ პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარების და რუსეთში მისი მოქმედების აკრძალვის თაობაზე.

რუსული მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს დახურულ რეჟიში განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები