"სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

17-05-2022 23:36:55 საზოგადოება ,სამართალი

"სირცხვილიას" ინფორმაციით, პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად მჟავანაძე ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"ისედაც უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმის ჩასაბარებლად გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მისულ გიორგის პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა. ამ დროს პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მიუახლოვდა და დაახლოებით მსგავსი დიალოგი დგება:

– რაზე ხარ მოსული?– ვიღაც პოლიციელს ველოდები– შენი ვიღაცაა პოლიციელი?– სახელი და გვარი არ ვიცი.

ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და "ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ" ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს.

ბორკილებდადებულ გიორგის 3 პოლიციელი რამდენჯერმე ურტყამს სახეში ხელს! ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე, ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში. ამჟამად გიორგი ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მოძრაობის ადვოკატი უკვე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველის აპარატს. გიორგის პოლიციამ განუცხადა, რომ განყოფილების შენობაში და მის მიმდებარედ კამერები გამორთულია.

პოლიცია რომ თავად არის დანაშაულის ჩამდენიცა და დამფარავიც, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, ჩვენი მოძრაობის წევრებზე მიზანმიმართულ დევნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აუცილებლად გაეცემა პასუხი მოძრაობის მხრიდან!" – წერს სირცხვილია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები