ლიზ ტრასი: "ვიმუშავებთ, რომ ბრიტანეთში ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს"

18-05-2022 11:23:42 მსოფლიო

ბრიტანეთში ჩამორთმეული რუსული აქტივები შესაძლოა, უკრაინის აღდგენას მოხმარდეს. შესაბამისი განცხადება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა გააკეთა.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთმა თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში",- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები