კანადამ პუტინსა და მასთან დაახლოებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

18-05-2022 12:38:03 მსოფლიო

კანადამ 1 000-მდე ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მასთან დაახლოებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაცია კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უკრაინელი სეპარატისტები და ბელარუსის მოქალაქეებიც.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ერთდროულად რამდენიმე ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვა დაიწყო. რუსეთის აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 229 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციები არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის კანადამ დაუწესა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები