ბრიტანული დაზვერვა: "მარიუპოლში უკრაინის წინააღმდეგობამ რუსეთს დიდი დანაკარგები მოუტანა"

18-05-2022 12:42:28 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, მარიუპოლში უკრაინის წინააღმდეგობამ რუსეთს დიდი დანაკარგები მოუტანა.

მისი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა დაიმატა დიდი მოცულობით დამხმარე პერსონალი, მათ შორის ჩეჩნეთის ძალები, რაც სავარაუდოდ რამდენიმე ათას მებრძოლს მოიცავს.

"კადიროვის ჯარები, ძირითადად მარიუპოლისა და ლუჰანკსში არიან განთავსებული. ეს ძალები სავარაუდოდ, მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ მოხალისეებს, ისე ეროვნული გვარდიის დანაყოფებს, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებიან. კადიროვი სავარაუდოდ, ახლოდან აკვირდება სამხედროების განთავსებას მაშინ როცა მისი ბიძაშვილი, ადამ დელიმხანოვი სავარაუდოა, რომ მარიუპოლში ჩეჩნების საველე მეთაურის როლს ასრულებდა“, - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

მისი ცნობით, ბრძოლებში ამგვარი არაერთგვაროვანი პერსონალის ჩართვა ცხადჰყოფს რომ რუსეთს უკრაინაში რესურსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები