
სლოვენიაში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმდნენ
25/09/2019 11:30:31 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება იგეგმება,- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იუწყება.
მთავრობის განკარგულებით, ამ მიზნით ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ვიზალიბერალიზაციის პროცესის ამოქმედების შემდეგ, მსგავსი მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.