"აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ, გვარამიას გათავისუფლებისთვის ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ"

18-05-2022 15:04:43 პოლიტიკა ,საზოგადოება

"აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ, გვარამიას გათავისუფლებისთვის ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ", – ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ აშშ–ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "მოლოდინი და განწყობა პოზიტიურია":

"მოლოდინი და განწყობა, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივად, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე. ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

დღეს აშშ–ის ელჩთან შეხვედრა "მთვარი არხის", "ფორმულას" "ტვ პირველისა" და "კავკასიის" წარმომადგენლებმა გამართეს.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები