დღეს აშშ–ში მევლუთ ჩავუშოღლუ ენტონი ბლინკენს შეხვდება

18-05-2022 15:34:57 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება, სადაც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, - იუწყება თურქული მედია.

მისი ცნობით, შეხვედრა დღეს "აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის" ფარგლებში გაიმართება და მხარეები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავენ.

როგორც თურქული მედია წერს, ჩავუშოღლუსა და ბლინკენის შეხვედრა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის ფონზე შედგება.

მანამდე, Bloomberg –მა გაავრცელცა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დაბრუნება სურს, საიდანაც ის რუსული S-400–ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შემდეგ გარიცხეს. ასევე, ანკარას სურს, აშშ–სგან შეიძინოს ათობით F-16–ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და განახლებული კომპლექტები მისი ფლოტისთვის.

ცნობისთვის: დღეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები