
"მიშას აქვს მძიმე მდგომარეობა, მგონია, გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს"
19/05/2022 14:14:04 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
"მიხეილ სააკაშვილი საჭმელს ფიზიკურად ვერ ჭამს. საკმარისია მან ერთი ლუკმა ჩაიდოს, იმ წუთში ამოდის უკან. შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიურ სირთულესთან. მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და შესაბამისად ბევრი გამოკვლევა არის საჭირო", - განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა "ვივა მედში" 12 მაისს გადაიყვანეს.