Accentnews.ge
ბესელია მოსახლეობას უვადო მოსამართლეთა სიის კენჭისყრის დღეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

ბესელია მოსახლეობას უვადო მოსამართლეთა სიის კენჭისყრის დღეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

26/09/2019 16:45:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ უმრავლესობა შეეცდება უვადო მოსამართლეთა არსებული სიის გატანას, კენჭისყრის დღეს გამოვიდნენ ქუჩაში. 

„მივმართავ  მოსახლეობას, კენჭისყრის დღეს გავიდნენ ქუჩაში, დადგნენ პარლამენტის წინ. არ უნდა მივცეთ უფლება, აირჩიონ უვადოდ ეს მოსამართლეები. მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან საკუთარი მომავალი“, – განაცხადა ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, იგი დეპუტატის მანდატის დატოვებას არ პირებს.

„ჩემი მანდატის დადებაზე მავანი ოცნებობს, მაგრამ ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა ბესელიამ.  

„ამ ხელებით, რომელიც დღეს ზარდიაშვილს მოხვდა, დეკემბერში მე გავაჩერე მოსამართლეთა ის 10 –კაციანი სია იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს რა უბედურება იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის. მე ამის სანაცვლოდ თანამდებობა დავტოვე. ვიდრე ეს სასამართლოს ოკუპაციის პროცესი არ იქნება შეჩერებული,  მზად ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა დამჭირდება თუ არ ვიცი რა ტიპის ნაბიჯი შეიძლება გადავდგა. გამივლია ტყვიების წვიმაში ისე, რომ თავი არ დამიხრია... ამ პროცესს არ ჩამოვშორდები. ამისთვის ავრცელეს ის კადრებიც, რომლის გავრცელება სააკაშვილმა ვერ გავიდა თავის დროზე, თორემ მასაც ჰქონდა შენახული“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია კადრების ატვირთვაში უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისა და მისი კლანის კვალს არ გამორიცხავს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S