Accentnews.ge
გვარამიას მეუღლე: "ნიკასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ხელისუფლებამ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა"

გვარამიას მეუღლე: "ნიკასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ხელისუფლებამ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა"

25/05/2022 13:24:39 სამართალი, საზოგადოება

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა პირველად მოინახულა.

როგორც მან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ნიკა გვარამია თავს მხნედ გრძნობს.

"დღეს პირველად შევხვდი და ამ შეხვედრამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ნიკას მიმართ გამოტანილი განაჩენი ხელისუფლებამ ნამდვილად თავის თავს გამოუტანა. მე თუ კიდევ რამე გამაოცებდა არ მეგონა, მაგრამ არის ძალიან მხნედ და ძალიან კარგად", - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S