
ომის 93–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
27/05/2022 06:55:03 ევროპა, მსოფლიო
უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 29 750 სამხედრო მოსამსახურე,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 27 მაისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 29750 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1322 (+7),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3246 (+11),
- საარტილერიო სისტემები - 623 (+6),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 201,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93,
- თვითმფრინავი - 206 (+1),
- ვერტმფრენები - 170,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2226 (+1),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 503 (+1),
- სპეციალური აღჭურვილობა - 48 (+1),
- საკრუიზო რაკეტა – 115(+1).
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ყველაზე დიდი დანაკარგი ავდეევსკის მიმართულებით განიცადა.
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ ძველი ტანკების გამოყენება აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
მისი ცნობით, "რუსეთი 50 წლის წინ გამოშვებული T-62 ტიპის ტანკების მობილიზებას ახორციელებს, რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის გასაძლიერებლად".
"სადღეისოდ მიიჩნევა, რომ ეს ტანკები განსაკუთრებით დაუცველია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ, რაც თავის მხრივ, მიუთითებს თანამედროვე საბრძოლო მზადყოფნის ტექნიკის ნაკლებობაზე", – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
მისივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას.
"მათ ცოტა ხნის წინ დაიპყრეს პოპასნას ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი. თუმცა უკრაინის წინააღმდეგობის გამო რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს", – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.