
"ვიმედოვნებ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად პირობები შეიქმნება"
27/09/2019 10:50:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
კრემლი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად აუცილებელი და შესაფერისი პირობები შეიქმნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ავიამიმოსვლა შეჩერდა, ის სამუდამოდ არ გაუქმებულა. ამიტომ, ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, თავის დროზე ავიამიმოსვლის განახლებისთვის საჭირო პირობები შეიქმნება“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: თბილისსა და მოსკოვს შორის ავიამიმოსვლა რუსული მხარის ინიციატივით მიმდინარე წლის ივლისში შეწყდა.