
გორში „ქართველ მებრძოლთა მემორიალი“ გაქურდეს
30/05/2022 09:13:15 საზოგადოება
გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაქურდეს. დაზიანებულია ქანდაკებები, მოპაულია ფერადი ლითონი.
„ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი“ გორის ციხის ძირშია განთავსებული და 8 მებრძოლის ქანდაკებისაგან შედგება. 8 ქანდაკებიდან, 3 დაზიანებულია. ნაწილს ხმლები აქვს მოგლეჯილი, ერთ ქანდაკებას კიდური აკლია. ქანდაკებების მოპარული ნაწილები, სავარაუდოდ, ჯართად ჩააბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება.
მოქანდაკე გოგი ოჩიაურის მიერ შემქნილი „ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალს“ თავდაპირველად „რექვიემი“ ეწოდა ის 1981-85 წლებში შეიქმნა და პირველად თბილისში, ვაკის პარკში, განთავსდა. 2009 წელს მემორიალი გორში გადაიტანეს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის სიახლოვეს განათავსეს.