თურქული "Bayraktar TB2"–ის შემქმნელი: "უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების მომხმარებელად აქცია"

30-05-2022 23:05:00 მსოფლიო

თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის "Bayraktar TB2" შემქმნელი სელჩუკ ბაირაქტარი აცხადებს, რომ უკრაინის ომის შემდეგ თურქულ "დრონებზე" მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სელჩუკ ბაირაქტარი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, კომპანია "Baykar"–ს ძმასთან ჰალუქთან ერთად მართავს.

"უკრაინის მიერ "Bayraktar TB2"–ების გამოყენებით რუსული საარტილერიო ტექნიკისა და ჯავშანტექნიკის განადგურებამ მთელი მსოფლიო ჩვენი "დრონების" მომხმარებელად აქცია. „Bayraktar TB2" უმაღლესი სიზუსტით იღებს მიზანში საზენიტო/საარტილერიო ტექნიკისა და ჯავშანმანქანებს", – აცხადებს სელჩუკ ბაირაქტარი.

მისი ცნობით, უკრაინის გარდა, "დრონები" სირიაში, ერაყში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში გამოიყენეს.

”ეს [რუსეთის უკრაინაში შეჭრა] არის უკანონო შეჭრა, ამიტომ "Bayraktar TB2" ემსახურება უკრაინის ღირსეულ ხალხს, დაიცან თავიანთი ერი”, - განაცხდა სელჩუკ ბაირაქტარმა.

როგორც მან აღნიშნა, "Baykar"–ს წელიწადში 200 "დრონის" წარმოება შეუძლია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები