Accentnews.ge
„რუსულ–ქართული დიალოგის არ მეშინია იმ შემთხვევაში, თუ თბილისმა უცებ რაღაც სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია მოსკოვთან, რომელიც საქართველოსთვის საზიანო იქნება“

„რუსულ–ქართული დიალოგის არ მეშინია იმ შემთხვევაში, თუ თბილისმა უცებ რაღაც სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია მოსკოვთან, რომელიც საქართველოსთვის საზიანო იქნება“

28/09/2019 08:09:37 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ვაშინგტონში დაფუძნებული "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი დანიელ ფრიდი რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "არ ეშინია რუსეთ–საქართველოს შორის დიალოგის იმ შემთხვევაში, თუ თბილისმა უცებ რაღაც სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია მოსკოვთან, რომელიც საქართველოსთვის საზიანო იქნება“. 

„ვფიქრობ, ქვეყნების მიერ ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის კარგი იდეაა მაშინაც კი, თუ ეს ქვეყანა მოწინააღმდეგეა და რუსეთი ჯერ ისევ არის საქართველოს მოწინააღმდეგე. მე არ მეშინია იმის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შედგეს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ უცებ რაღაც სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია რუსეთთან, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო იქნება. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს. ამიტომ, არ მინდა შევაფასო ის, თუ ჩემი აზრით, რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის მიმართულებაზე და ამით ჩემი ნათქვამი საქართველოში პოლიტიკური დაყოფის ნაწილად ვაქციო“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S