Accentnews.ge
კვირიკაშვილი გახარიაზე: "უნდა ეთქვა ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ მაკო გომურის თვალსო და გადამდგარიყო"

კვირიკაშვილი გახარიაზე: "უნდა ეთქვა ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ მაკო გომურის თვალსო და გადამდგარიყო"

28/09/2019 10:43:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.  

"მისი, როგორც პრემიერის შეფასებაზე თავს შევიკავებ, როგორი იქნება, ამას დრო გვანახებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის უფრო კარგად შეინახავდა თავს, მას რომ მიეღო გადაწყვეტილება, გამოსულიყო და ეთქვა [მე დარწმუნებული ვარ არავის არ უთქვამს თვალში ესროლე ადამიანსო, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა] ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ მაკო გომურის თვალს, ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი, რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა მე ვფიქრობ, რომ მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S