
გურიის შემდეგ ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
29/09/2019 14:32:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს პარტიის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
"სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები. პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები", – აცხადებენ მმართველ პარტიაში.
ცნობისთვის: ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები 27 სექტემბერს გურიიდან დაიწყო.