Accentnews.ge
ნიკოლოზ სააკაშვილი - პენიტენციურს: "უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა"

ნიკოლოზ სააკაშვილი - პენიტენციურს: "უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა"

03/06/2022 08:20:15 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს ღია წერილით მიმართავს და შვილთან შეხვედრას ითხოვს.

"ღია წერილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი -ჩემი შვილი უკვე მე 8 თვეა არის პატიმრობაში რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი.მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი ,რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით(მიხეილ სააკაშვილის უფლედამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს?!)გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება?რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა.მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა.

საქართველოს მოქალაქე, პროფესორი ნიკოლოზ სააკაშვილი",– ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მამის მიმართვაში.

ექს–პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ კლინიკა "ვივა მედშია". 1 ივნისს მასთან "ემპათიას" ექსპერტები შევიდნენ. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მოგვიანებით გახდეება ცნობილი.

ცენტრის „ემპათია“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის ვარაუდით, ეს დასკვნა უნდა გახდეს სასჯელის გადავადების მოთხოვნის საფუძველი.

სააკაშვილის ოჯახის წევრები ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ სამკურნალოდ გადაყანას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S