
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
06/06/2022 09:59:32 სამართალი, საზოგადოება
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება "და "ზნეობა" საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით "არაევროსოდომს", "ლგბტ დიპლომატებო შორს ბინძური ხელები ჩვენი შვილებისგან", "ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან".
პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დააკავა.
დაკავებები მოჰყვა მოწოდებას, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.