
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს აქვეყნებს
07/06/2022 07:32:48 საზოგადოება
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ.
6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს:
ერთიანი ეროვნული გამოცდები:
ქართული ენა და ლიტერატურა:
- 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 6 ივლისი (პირველი სესია);
- 4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
- 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;
უცხოური ენა:
- 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
- 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
- 13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
ფიზიკა
- 14 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
- 14 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია
- 15 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- 15 ივლისი (მეორე სესია);
ისტორია:
- 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 19 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები
- 19 ივლისი (მეორე სესია);
ბიოლოგია
- 20 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
- 21 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
- 22 ივლისი (პირველი სესია);
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
- 6 ივლისი (მეორე სესია);
საერთო სამაგისტრო გამოცდა
- 26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
- 27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
- 6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
- 7 ივლისი (პირველი სესია):
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
- 7 ივლისი (მეორე სესია):
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
მუსიკა;
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- 14 და 15 ივლისი (პირველი სესია)
პროფესიული უნარები;
- 14 ივლისი (მეორე სესია)
ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- 15 ივლისი (მეორე სესია):
გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
აზერბაიჯანული ენა;
- 19 ივლისი (მეორე სესია)
ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- 20 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
სომხური ენა;
- 21 ივლისი (პირველი სესია)
ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სპორტი;
ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- 22 ივლისი (პირველი სესია)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
- 24 ივლისი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;
- 25 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.