Accentnews.ge
„სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდება“

„სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდება“

30/09/2019 12:31:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეკლამა

2020 წელს გაუმჯობესდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების: სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა.

„ხელფასები გაეზრდებათ რეინჯერებს - ადამიანებს, რომლებსაც საველე პირობებში საკმაოდ სახიფათო სამუშაოების შესრულება უწევთ. ეს არის  ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკით განსაზღვრული დღის წესრიგის ნაწილი. ამ მიმართულებით შენარჩუნებული იქნება სამსახურების შესაძლებლობების განვითარება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S