
ვინ დგას პროექტის “სტრატეგია აღმაშენებელი” უკან
30/09/2019 13:26:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებელი”, რომლის პრეზენტაციაც 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერ გიორგი ვაშაძესთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს გიორგი ვაშაძემ სარეკლამო SMS-ები დაგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” “საქართველოს განვითარების გეგმაა”.
“სტრატეგია აღმაშენებელი” არის პროექტი, რომლის ანონსებიც ბოლო რამდენიმე დღეა, როგორც სოციალურ ქსელებში ისე თბილისის ქუჩებში აქტიურად ქვეყნდებოდა.