დეკანოიძე: „ქართულ ოცნებაში“ „მნიშვნელოვანი შიდა რყევებია“
10/06/2022 11:07:09 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ „მნიშვნელოვანი შიდა რყევებია“ და ეს უკავშირდება ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხის მოხვედრას.
დეკანოიძის განმარტებით, სახელისუფლებო გუნდმა მათზე ივანიშვილის მიერ დაკისრებული ამოცანა ვერ შეასრულა.
„ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, იმიტომ რომ მთელი მათი ფუნქცია – ბატონი კობახიძის, ღარიბაშვილის და ა.შ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეცვათ ისე, რომ იგი არ მოხვედრილიყო სანქციების ნუსხაში. ეს ვერ მოახერხეს ვერც ბატონმა კობახიძემ, ვერც ღარიბაშვილმა და ამიტომ, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი შიდა რყევებია და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაც სწორედ ისეთია, რომ ხელისუფლება, რომელიც მას ეკუთვნის, ამ ხელისუფლებას იგი უნდა დაეცვა, რაც ვერ მოახერხა და ბიძინა ივანიშვილი ახლა არის გარიყული მთელი ევროპიდან, ცივილიზებული სამყაროდან“,– განაცხადა დეკანოიძემ.
იხილეთ ასევე: რისი იმედი აქვს სახელისუფლებო გუნდს
მწვავე ტექსტი ევროპარლამენტიდან: „ოცნების“ ბევრი ლიდერის ბრალია, რომ იქ ივანიშვილი მოხვდა“


