Accentnews.ge
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია

30/09/2019 14:23:27 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია. როგორც საქართველოს "პირველ არხს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს პროტესტი უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიიღო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას არ ვაპირებთ. ამას არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს. წინა სესიაზე რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დელეგაცია მიმდინარე სესიაზე არ მონაწილეობს არანაირ საზეიმო ღონისძიებებსა და ასამბლეის სხდომაში. კოორდინაცია გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებისთვისაც ჩვენს მსგავსად მიუღებელია რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოსთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას არ დასწრებიან ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრები.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S