
ცსკ მომავალ წელს 72 მლნ ლარით დაფინანსდება
30/09/2019 14:25:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 72 569 700 ლარით დაფინანსდება. აღნიშნულს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.
მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. შესაბამისად, არჩევნების ჩატარების ღონისძიებების დასაფინანსებლად 42.7 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. 14.3 მილიონი ლარით იგეგმება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება.