ომბუდსმენი – "ქართულ ოცნებას": „რას ბედავთ?!"
10/06/2022 11:58:31 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“
„რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“,– მიმართავს მმართველ გუნდს ომბუდსმენი.
გარდა ამისა, ხუნდაძემ ოკუპაცია და ევროკავშირის კრიტიკა, მათ შორის პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, ფაქტობრივად, ერთმანეთს გაუთანაბდა.
მმართველი გუნდის მხრიდან გააქტიურებულ ანტიდასავლური პროპაგანდას წინ უძღოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მწვავედ არის გაკრიტიკებული ხელისუფლება, ამასთან, არის მოწოდება, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
იხილეთ ასევე: რისი იმედი აქვს სახელისუფლებო გუნდს
მწვავე ტექსტი ევროპარლამენტიდან: „ოცნების“ ბევრი ლიდერის ბრალია, რომ იქ ივანიშვილი მოხვდა“


