Accentnews.ge
"ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი"

"ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი"

01/10/2019 10:06:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობაა. 

"საბოლოო ჯამში, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება, რათა სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც“, –განაცხადა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება და ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S