Accentnews.ge
"რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას"- პუტინის პასუხი – "რუსთავი 2"-ს (ვიდეო)

"რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას"- პუტინის პასუხი – "რუსთავი 2"-ს (ვიდეო)

01/10/2019 11:30:25 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან მის სამხედროებს მაშინ გაიყვანს, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ასე უპასუხა პუტინმა  "რუსთავი 2-ის"  ჟურნალისტის კითხვას სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ჟურნალისტმა იკითხა, "როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?"

"ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა პუტინმა. 

ვლადიმირ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული. ფორუმის ფარგლებში, პუტინთან პრესკონფერენცია ჩანიშნული არ არის, სწორედ ამიტომ მოუწია ჟურნალისტს, შეკითხვა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დაესვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S