
ორბანი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს
21/06/2022 00:24:36 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოსა და ბოსნიასა და ჰერცოგოვინასაც მიანიჭოს.
ორბანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტისთვის მზადების ფარგლებში გააკეთა.
არსებული მონაცემებით, ორბანთან ერთად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რიგი სხვა ქვეყნების ლიდერებიც უჭერენ მხარს.