შოლცი: "G7 უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“ განიხილავს"

23-06-2022 10:24:55 ევროპა ,მსოფლიო

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მას სურს, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ განიხილონ.

შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის ერთიანი ფრონტი შეიქმნება, როდესაც ის მომავალ კვირას „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

„უკრაინას დღეს სჭირდება „მარშალის გეგმა“ აღმშენებლობისთვის. მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში აღმშენებლობის დასაფინანსებლად და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ,“- აღნიშნა შოლცმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი გერმანიაში 26-28 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები