"მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი ამოწურავს რესურსებს, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ შეატრიალოს დინამიკა"

23-06-2022 18:12:04 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის სერვისების ვარაუდით, რუსეთის შეტევები უკრაინასთან ომში რესურსების შემცირების გამო მომავალ თვეებში შენელდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის განაცხადა.

„ჩვენს თავდაცვის დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, როცა წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რომ შეატრიალოს დინამიკა. მე ამაზე ვიკამათებ დიდი შვიდეულის სამიტზე (გერმანიაში). ვინაიდან უკრაინელები არიან კონტრშეტევის დაწყების პოზიციაში, ამას მხარი უნდა დავუჭიროთ აღჭურვილობით, რომელსაც ისინი ჩვენგან ითხოვენ", - განაცხადა ჯონსონმა.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთის პრემიერს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა უკრაინის გამარჯვება და პუტინის დამარცხება, ჯონსონმა თქვა:

„მინიმუმ დავიბრუნებთ სტატუს-კვოს, რაც 24 თებერვლამდე იყო და მათი (რუსეთის) სამხედროებს განდევნიან მათი დაპყრობილი ადგილებიდან“, - განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები