Accentnews.ge
გაიდაი: "უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას"

გაიდაი: "უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას"

24/06/2022 07:57:55 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ.

„უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე ნორმალურია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება", - განაცხადა გაიდაიმ.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S