მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს დაუჭერს – იგორ გროსუ

24-06-2022 21:17:21

მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს,- ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებები ითხოვს სოლიდარობას ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ:

„ამ მოქმედებების მიზანი ომის შეჩერებაა. პირველი ეტაპი სწორედ ომის შეჩერებაა, რათა ადამიანები აღარ იხოცებოდნენ, რათა ამის შემდეგ დიპლომატები დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ნახონ გამოსავალი, რათა შეჩერდეს ეს ომი. ჩვენ ყველაფრის განახლებასა და აშენებას შევძლებთ, მხოლოდ ვერ შევძლებთ ადამიანთა სიცოცხლის დაბრუნებას“.

მან მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს მოლდოვის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს:

„კი, ჩვენ გვსურს თქვენთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. თქვენ გაქვთ ძალაუფლება. გარდა ამისა, რამდენიმე ასობით ათასი მოლდოველი ცხოვრობს და მუშაობს მანდ. ჩვენ მათზე ვფიქრობთ. ჩვენ გვსურს თქვენთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება. მაგრამ გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები